ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს ,,რინგოვეტი“ (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) თქვენს პერსონალურ მონაცემებს. წინამდებარე პოლიტიკის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებზე და იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოფს კანონმდებლობა თქვენი უფლებების დაცვას. “რინგოვეტი” წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი).
ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს, როდესაც რეგისტრირდებით აპლიკაციაში და როდესაც იყენებთ ჩვენს მომსახურებებს. აპლიკაციის გამართულად მუშაობისთვის ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ:
თქვენი მონაცემების მიღება ხდება მომსახურების გაწევის დროს და როდესაც მოგვმართავთ ონლაინ ჩატით თუ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით. თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმ ორგანიზაციებთან, რომლებმაც მომსახურება უნდა მოგაწოდონ, ან პარტნიორ კომპანიებთან. როდესაც ჩვენი ძირითადი საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების (სხვა პროვაიდერის) მომსახურებას, შესაძლებელია, დაგვჭირდეს მათთვის თქვენი მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად (მაგალითად: Cloud-სერვერების მომწოდებლები და აპლიკაციის ანალიტიკის სერვისები).
თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ თანხმობას განაცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე, თქვენს მონაცემებს გამოვიყენებთ მარკეტინგული მიზნებისთვის, რათა გაგაცნოთ ჩვენი ან/და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების შეთავაზებები. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
ჩვენი სერვისი გამიზნულია 18 წელს მიღწეული პირებისთვის. არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით (მშობლის ან კანონიერი მეურვის პირდაპირი თანხმობით).
კონფიდენციალობის პოლიტიკის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომპანიის პლატფორმაზე.
ნებისმიერი კითხვის ან მოთხოვნის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: