წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და რინგოვეტს ( /ს კ 404776453 , შემდგომში - კომპანია) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენს მიერ რინგოვეტის აპლიკაციის გამოყენებას. კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოპოვებულ ინფორმაციას იყენებს და ამუშავებს განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. რინგოვეტის გამოყენების წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ, ასევე, ეთანხმებით კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას. გთხოვთ, აპლიკაციის გამოყენებამდე გაეცნოთ გამოყენების წინამდებარე წესებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ტერმინთა განმარტება:
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს გააჩნიათ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
- გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს;
- ვებსაიტი/აპლიკაცია – რინგოვეტი, რომლის მეშვეობითაც ხდება კომპანიის მხრიდან ვეტერინარული მომსახურების გაცემა.
- მომხმარებელი, მომხმარებლები – ნიშნავს რინგოვეტზე რეგისტრირებულ ანგარიშის მქონე პირს/მომსახურების მიმღებს;
- კომპანია, ჩვენ ან ჩვენი – ნიშნავს რინგოვეტის აპლიკაციას, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- მხარეები – ნიშნავს კომპანიასა და მის მომხმარებლებს;
- შეკვეთა – ვებ-გვერდზე/აპლიკაციაზე დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ ვეტერინარული მომსახურების მიღება;
- უნივერსალური იდენტიფიკატორები – რინგოვეტის მომხმარებლების მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლოს რინგოვეტის მომსახურებით;
- მომსახურება - რინგოვეტზე განთავსებული ვეტერინარული მომსახურება და მასთან დაკავშირებული სერვისი.
- ხელშეკრულება - წინამდებარე დოკუმენტი ვებ გვერდის/აპლიკაციის გამოყენების წესებისა და პირობების შესახებ;
განცხადებები და გარანტიები:
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
- არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი, არის 18 წელს მიღწეული და არ აქვს შეზღუდული სამოქალაქო ნების გამოხატვის თავისუფლება;
- გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს რინგოვეტის მხრიდან. სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
- გაეცნო პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია;
- მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
- მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში;
- თანახმაა, შეკვეთის/მომსახურების მიღების შემდგომ, რინგოვეტმა მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია.
- რინგოვეტი იტოვებს უფლებას მომხმარებელს გაუგზავნოს საიტზე რეგისტრაციისა და შეკვეთის მიღების პროცესთან დაკავშირებული SMS და e-Mail შეტყობინებები;
მომხმარებლის ანგარიშის გახსნა - გამოყენება, შეკვეთის განთავსება:
რინგოვეტის აპლიკაციით მომსახურების მიღებისთვის მომხმარებელმა უნდა:
- გაიაროს რეგისტრაცია/ავტორიზაცია აპლიკაციის ან ვებ-გვერდის (www.ringovet.com) მეშვეობით;
- რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი, ე-ფოსტის მისამართი და თავად შექმნას პაროლი;
- ავტორიზაციის შემდგომ მომხმარებელს წვდომა ექნება მომსახურებაზე, სადაც შესაძლებელი იქნება სასურველი მომსახურების დამატება და შეკვეთის განთავსება;
- გადახდა წარმოებს მომსახურების მიღების შემდგომ;
თუ მომხმარებელს უჩნდება დამატებითი კითხვა რინგოვეტის მომსახურების პირობებთან დაკავშირებით, იგი უკავშირდება მხარდაჭერის ჯგუფს:
- What’sApp: + 995 599 598 344
- Facebook: https://www.facebook.com/ringovet
- Instagram: https://www.instagram.com/ringovet.app/
- Tel: + 995 599 598 322; +995 599 598 344
- მის: #4 ვასილ პეტრიაშვილის ქუჩა
იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები:
- მომხმარებლის სახელი / პაროლი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო მომხმარებლის მიერ განსაზღვრული უნიკალური პარამეტრები.
- მობილური ტელეფონის ნომერი / ელექტრონული ფოსტა – საკონტაქტო საშუალებები, რომლებზეც მომხმარებელი იღებს ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და ინფორმაციას.
- მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.
პროდუქცია, შეკვეთის მიწოდება და პირობები:
- ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში განთავსებული მომსახურება მოიცავს ვეტერინარულ სერვისებს. შეკვეთის განხორციელების შემდგომ კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი დაუკავშირდება მომხმარებელს და მიაწვდის სრულ ინფორმაციას სერვისის გაწევის შესახებ.
თანხის დაბრუნების პირობები
რა შემთხვევაში ხდება თანხის დაბრუნება? იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული გარემოების გამო ვერ ვასრულებთ გაფორმებულ შეკვეთას, ან ტექნიკური უზუსტობის გამო მოხდება თანხის არასწორი ოდენობის ჩამოჭრა, მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება.
როგორ ხდება თანხის დაბრუნების მოთხოვნა? გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ელექტრონული წერილი შემდეგ მისამართზე: wof@ringovet.com
- წერილის თემა (Subject): თანხის დაბრუნება
- წერილის ტექსტი: გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: ტრანზაქციის თარიღი, თანხა და დასაბუთებული მიზეზი, თუ რატომ გსურთ თანხის დაბრუნება.
წერილის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადისა მიიღებთ პასუხს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
რა ვადა სჭირდება თანხის დაბრუნებას? თანხის დაბრუნება მომხმარებლის ანგარიშზე მოხდება მოთხოვნის დაფიქსირებიდან არა უგვიანეს 10 საბანკო დღის ვადაში.
ყოველთვიური დონაციის გაუქმება და ბარათის მონაცემების წაშლა
თუ გსურთ ყოველთვიური დონაციის გაუქმება და აღარ გსურთ, რომ თქვენი ბარათი დამახსოვრებული იყოს სისტემაში რეკურენტული გადახდებისათვის, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ელექტრონული წერილი შემდეგ მისამართზე: wof@ringovet.com
- წერილის თემა (Subject): ყოველთვიური დონაციის გაუქმება
- წერილის ტექსტი: გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ბარათის ბოლო 4 ციფრი, რომლიდანაც ხდება ყოველთვიური თანხის ჩამოჭრა.
წერილის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადისა მოხდება თქვენს ბარათზე გამოწერის გაუქმება, ყოველთვიური დონაციის შეწყვეტა და სისტემიდან დამახსოვრებული ბარათის მონაცემების სრულად წაშლა.
რინგოვეტის პასუხისმგებლობის ფარგლები და პასუხისმგებლობის შეზღუდვა:
- თქვენ თანხმდებით, რომ გაქვთ თავისუფალი არჩევანი, ისარგებლოთ თუ არა კომპანიის ვებსაიტით/აპლიკაციით და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი გადაწყვეტილებით, დისკრეციითა და რისკით.
- კომპანია უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებსაიტზე/აპლიკაციაზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.
- კომპანია არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს.
- თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენ ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებსაიტზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
- რინგოვეტი მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს მხოლოდ იმ პირდაპირ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება უშუალოდ კომპანიის ბრალით, შეკვეთის არაჯეროვანი შესრულებისას. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას დაუძლეველი ძალით (ფორს-მაჟორი) გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში.
ვეტერინარული და სამედიცინო პასუხისმგებლობის შეზღუდვა:
- რინგოვეტის აპლიკაციის საშუალებით გაწეული მომსახურება განკუთვნილია შინაურ ცხოველთა დაგეგმილი სამედიცინო/ვეტერინარული სერვისებისთვის. აპლიკაცია არ არის განკუთვნილი სიცოცხლისთვის საშიში, გადაუდებელი (ემერჯენსი) სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. კრიტიკულ სიტუაციებში მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს უახლოეს ვეტერინარულ კლინიკას ფიზიკურად. კომპანია არ აგებს პასუხს ცხოველის ჯანმრთელობის გაუარესებაზე, რომელიც გამოწვეულია გადაუდებელი დახმარების დაგვიანებით ან მომხმარებლის მიერ სიმპტომების შესახებ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მოწოდებით.
მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი (UGC) და ანგარიშის წაშლა:
- მომხმარებელს ეკრძალება აპლიკაციაში (მათ შორის შინაური ცხოველის პროფილის შექმნისას ან შეფასების დატოვებისას) შეურაცხმყოფელი, ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ან მესამე პირთა უფლებების შემლახველი ტექსტური თუ ვიზუალური მასალის ატვირთვა. რინგოვეტი იტოვებს უფლებას, გაფრთხილების გარეშე წაშალოს მსგავსი შინაარსი და დაბლოკოს ნებისმიერი მომხმარებლის ანგარიში, რომელიც დაარღვევს აღნიშნულ წესს. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს უფლება, მოითხოვოს თავისი ანგარიშისა და დაკავშირებული მონაცემების სრული წაშლა კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული წესით.
აპლიკაციის მაღაზიების (App Store / Google Play) პასუხისმგებლობის უარყოფა:
- წინამდებარე შეთანხმება დადებულია მხოლოდ მომხმარებელსა და კომპანია "რინგოვეტს" შორის. Apple Inc. და Google LLC არ წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების მხარეებს, არ არიან პასუხისმგებელნი აპლიკაციის ფუნქციონირებაზე, მის შინაარსსა თუ მომხმარებლის ტექნიკურ მხარდაჭერაზე. ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც ეხება აპლიკაციის გამოყენებას, მიმართული უნდა იყოს უშუალოდ კომპანია "რინგოვეტისკენ".
დაუძლეველი ძალა (ფორს-მაჟორი):
- მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ მათი მხრიდან ვალდებულების დარღვევა გამოწვეული არის დაუძლეველი ძალის მოქმედებით. პასუხისმგებლობისგან გამათავისუფლებელ გარემოებებად ჩაითვლება: სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ეპიდემია და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია.
- თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება ატარებს დროებით ხასიათს, ამ დოკუმენტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადები გადაიწევს დროის იმ პერიოდით, როცა გარემოება ხელს უშლიდა ვალდებულების შესრულებას.
- იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივობა 30 (ოცდაათი) დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა, მხარეები წყვეტენ ხელშეკრულების მოქმედების მიზანშეწონილობის საკითხს.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი:
- წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
- თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი მიმართავენ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს (სასამართლოს).
ცვლილების შეტანა წინამდებარე პირობებში:
- წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებებს განახორციელებს რინგოვეტი. არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა.
გარდამავალი დებულებები:
- თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით გაუქმდა, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.
- იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით.
კონტაქტი:
წესებსა და პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. გთხოვთ, დამატებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც წარმოადგენს ამ წესების და პირობების განუყოფელ ნაწილს.