28 May at 20:35

Ringo's Story

Learn our origins

Ringo and Nestan

Nestan will put the blog here

რინგო და ნესტანი

ასე შეიქმნა ბრენდი - რინგო ქალაქის სამსახურში - ბიოდეგრადირებადი პარკები ძაღლის ფეკალიების ასაღებად და ხელნაკეთი ქისები, პარკების მოსათავსებლად. ეს იყო საქართველოში პირველი ეკომეგობრული, წვანე ბრენდი, რომელიც ზრუნავდა ქალაქზე.  

რინგოს ქისები

რინგოს მწვანე პარკებსა და ქისებს დღესაც ვხედავთ ქალაქში, ფაქტიურად 7 წელი იცოცხლა ამ ბრენდმა, თუმცა ამასობაში ძალიან მომრავლდნენ მიუსაფარი ცხოველები ჩვენს ქუჩებსა თუ ქალაქებში, ამიტომ მე და რინგოს ახალი მისია გაგვიჩნდა - რამენაირად ეს რეალობა შეგვეცვალა და მიუსაფრებს დავხმარებოდით. იდეის ჩამოყალიბების ჟამს, რინგო ზღვაზე გამიხდა ცუდად და ის 14 წლის ასაკში ცისარტყელაზე გაფრინდა. როგორც იცით საქართველოში არ არსებობს ვეტერინარული სასწრაფო დახმარება, შესაბამისად არ სერვისის არ არსებობის გამო - რინგო ადგილზე გარდაიცვალა და მე მისი დახმარება ვერ შევძელი. 

Ringos in Tbilisi

რინგოს სიკვდილი და რინგოვეტის დაბადება
რინგოს უცაბედი და მოულოდნელი გაქრობა ამ პლანეტიდან გახდა ჩემი მომავალი საქმიანობის შთაგონების მთავარი წყარო. რინგოვეტის იდეაა ადგილზე მოვემსახუროთ როგორც მიუსაფარ ცხოველებს, ასევე შინაურ ძაღლებსა და კატებს თბილისის მასშტაბით, როგორც საველედ, ასევე სახლში გამოძახებით. რინგოვეტი რინგოს სახელს ატარებს და ჩვენი ისტორია როგორც დრომ აჩვენა ევროპლებისთვისაც შთამაგონებელი აღმოჩნდა, რაკი რინგოვეტის იდეამ არაერთი კონკურსი მოიგო და გრანტიც მოიპოვა.

Ringo and Nestan

რინგოვეტის საბოლოო მიზანია იყოს 24/7 პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარება თბილისის, შემდგომ კი მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა ამას მეტი დრო და რესურსი ესაჭიროება, რისკენაც მივილტვით, თუმცა დღეს ჩვენ ვართ ვეტერინარული სერვისები ადგილზე გამოძახებით, როგორც მიუსაფარი, ასევე შინააური ცუგო-კატებისთვის, როგორც საველე, ასევე სახლის პირობებში. ორი წელია რაც რინგოვეტი ოფიციალურად მუშაობს და ვცდილობთ ყოველდღიურად დავხვეწოთ ჩვენი სერვისები.

სანამ რინგოს სახელი ქალაქში ისმის, მჯერა რინგო ჩემთანაა და რაკი მას ყოველთვის მხოლოდ კარგი სურდა დედამიწისთვის, შევეცდები რინგოს სახელი მხოლოდ საუკეთესოსთან ასოცირდებოდეს. 

მადლობა ჩემო მეგობარო 14 წლიანი მეგობრობისთვის, რომელიც სულ მაკლია და მენატრება, მაგრამ მჯერა, სხვა ცხოვრებაშიც აუცილებლად შევხვდებით და ჩაგეღუნღულები.

გკოცნი, 
მარად შენი ნესტანი